logo
ENG



"ვულოცავთ ქართველ პარლამენტარებს" - დუმის დეპუტატი რუსულ კანონს და ოცნებას აქებს

03 ივნ 202419:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/03/9000cbegk9id7nz.jpg

დუმის დეპუტატი და თავმჯდომარის მოადგილე არტემ ტუროვი საქართველოში რუსული კანონის საბოლოო დამტკიცებას ეხმაურება, მას დადებითად აფასებს და ქართულ ოცნებას აქებას. 

ტუროვის აზრით, რუსული კანონის დამტკიცებით "ქართველმა პარლამენტარებმა შეძლეს საკუთარი პოზიციის დაცვა და გააკეთეს არჩევანი საქართველოს განვითარების სასარგებლოდ, მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მუქარისა". 

"საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა მნიშვნელოვანი ნაბიჯი სუვერენიტეტის გამყარებისკენ, რათა მასზე გავლენა არ მოახდინონ გარე ძალებმა, იმისთვის რომ მან [ქვეყანამ] შეძლოს განვითარება ზუსტად ისე, როგორც სურს ქართველ ხალხს, და არა ისე როგორც სურთ რიგ პოლიტიკოსებს დასავლეთის ქვეყნებიდან.

ჩვენ ვნახეთ რეაქცია, როცა კანონის მიღების პროცესი იყო, როგორი მუქარები იყო ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან, ამერიკის მხრიდან - ეს სანქციებია, ეკონომიკური წნეხია. თუმცა, ალბათ, უნდა მივულოცოთ ქართველ პარლამენტარებს ის, რომ შეძლეს საკუთარი პოზიციის დაცვა და გააკეთეს არჩევანი ქვეყნის შემდგომი განვითარების მიმართულებით", - თქვა რუსეთის დუმის დეპუტატმა.

დუმის დეპუტატმა ქართული ოცნების დეპუტატები კიდევ ერთხელ შეაქო და აღნიშნა, რომ ისინი მოიქცნენ, როგორც "პროქართული პოლიტიკოსები და არა პროდასავლელი". ტუროვის რიტორიკა კანონთან და არასამტავრობო სექტორთან დაკავშირებით ქართული ოცნების მსგავსია.

"ჩვენ ვიცით, რამდენი არაკომერციული ორგანიზაცია მუშაობს საქართველოში - რამდენიმე ათეული ათასი, რომლებიც თავის მხრივ, ფინანსდებიან, რა თქმა უნდა დასავლეთიდან, სხვადასხვა ფონდებიდან. ისინი ძალიან აქტიური გავლენა აქვთ გადაწყვეტილებების მიღებაზე, სამოქალაქო საზოგადოების აზრის ფორმირებაზე", - განაცხადა დუმის დეპუტატმა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც მოსკოვმა ქართული ოცნება რუსული კანონის ინიციირებისთვის და შემდგომ მიღებისთვის შეაქო.

***

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუსულ კანონს ხელი მოაწერაპაპუაშვილის თქმით, კანონი ხვალიდან ამოქმედდება. 

 


close დახურვა